კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 13 სექტემბერი, 2026
1. ვინ ვართ ჩვენ
მონაცემთა დამმუშავებელია შპს „დმბ გრუპ" (საიდენტიფიკაციო კოდი: 402364945, მისამართი: თბილისი, ბათუმის ქუჩა 14), ვებგვერდი deklaro.ge. კითხვებისთვის, მათ შორის თქვენი მონაცემების შესახებ მოთხოვნებისთვის: support@deklaro.ge.
ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს კანონმდებლობის („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ") შესაბამისად.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
ანგარიშის მონაცემები — ელფოსტა, პაროლის hash (თუ Google-ით არ ხართ შემოსული — ამ შემთხვევაში პაროლს არ ვინახავთ საერთოდ), ან Google-ის ანგარიშის საბაზისო ინფორმაცია (ელფოსტა, სახელი — openid/email/profile scope-ით, სხვა Google-სერვისზე წვდომის გარეშე).
rs.ge-ის ავტორიზაციის მონაცემები — თქვენი პირადი ნომერი და rs.ge-ის პაროლი (დაშიფრული, რომ საჭიროებისას ხელახლა გამოვითხოვოთ SMS-კოდი თქვენი ხელახალი შეყვანის გარეშე), და ავტომატურად შექმნილი rs.ge პორტალ-ქვეანგარიშის მონაცემები (მომხმარებელი+დაშიფრული პაროლი — ზედნადები/ფაქტურისთვის).
საგადასახადო/ფინანსური მონაცემები — rs.ge-დან წამოღებული დეკლარაციის ისტორია, ბალანსი/დავალიანება, გადამხდელის კატეგორია; თქვენ მიერ ატვირთული საბანკო ამონაწერები (Excel/PDF) და მათგან ამოღებული ტრანზაქციები; შექმნილი ზედნადები/ფაქტურის მონაცემები.
გადახდის მონაცემები — ბარათის ნომრის მხოლოდ ბოლო ციფრები (მასკირებული) და გადახდის სტატუსი; სრულ ბარათის მონაცემებს ჩვენ საერთოდ არ ვხედავთ — ისინი პირდაპირ Flitt-ში მუშავდება.
გამოყენების მონაცემები — IP-მისამართი, სესიის ჩანაწერები (უსაფრთხოება, rate-limiting), აუდიტ-ჟურნალი (მნიშვნელოვანი მოქმედებების ჩანაწერი — ვინ, რა, როდის, ანგარიშის უსაფრთხოებისა და მხარდაჭერისთვის).
3. რატომ ვამუშავებთ (მიზნები)
- სერვისის მოწოდება — rs.ge-სთან დაკავშირება, დეკლარაციის/ზედნადების/ფაქტურის შევსება-ჩაბარება თქვენივე სახელით;
- ბანკის ამონაწერის ბრუნვად გადაქცევა და შემოსავლის ტიპების კლასიფიკაცია;
- გადახდის დამუშავება და გამოწერის მართვა;
- ვადების/სავალდებულო ლიმიტების შეხსენება;
- ანგარიშისა და სისტემის უსაფრთხოება (თაღლითობის აღმოჩენა, აუდიტი);
- მხარდაჭერა თქვენივე მოთხოვნით;
- კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება (მაგ. საგადასახადო/სააღრიცხვო ჩანაწერების შენახვა).
4. ვის ვუზიარებთ მონაცემებს
rs.ge (შემოსავლების სამსახური) — ეს არის სერვისის არსი: თქვენი დეკლარაცია/ზედნადები/ფაქტურა უშუალოდ rs.ge-ს ეგზავნება, თქვენივე ავტორიზაციით.
Google Gemini (AI) — როცა საბანკო ამონაწერის ავტომატური წაკითხვა ვერ ხერხდება ჩვენი საკუთარი (კოდით დაწერილი) პარსერით, ამონაწერის შიგთავსი (PDF-ის სრული ტექსტი, ან Excel-ის უჯრედების მონაცემები) იგზავნება Google Gemini API-ში, რომელიც AI-ით ცდილობს ტრანზაქციების ამოცნობას. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა თქვენი საბანკო ამონაწერის შიგთავსი მესამე მხარეს ეგზავნება.
Flitt (გადახდის პროვაიდერი) — გამოწერის გადახდის დასამუშავებლად; სრული ბარათის მონაცემები ჩვენამდე საერთოდ არ აღწევს.
Resend (ელფოსტის სერვისი) — შეხსენებებისა და სისტემური წერილების გასაგზავნად.
კანონის მოთხოვნით — თუ ვალდებულნი ვართ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს კანონიერი მოთხოვნით.
არავითარ მონაცემს არ ვყიდით და არ ვუზიარებთ რეკლამის მიზნით მესამე მხარეებს.
5. შენახვის ვადა
მონაცემებს ვინახავთ, სანამ თქვენი ანგარიში აქტიურია. სესიის ჩანაწერი ავტომატურად იშლება 8 საათში. ანგარიშის დახურვის მოთხოვნისას (support@deklaro.ge) წავშლით ან დავანონიმებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ ჩანაწერებისა, რომელთა შენახვაც კანონით გვევალება (მაგ. გადახდის/საბუღალტრო ისტორია გარკვეული ვადით).
6. უსაფრთხოება
პლატფორმის პაროლი ინახება შექცევადობის გარეშე hash-ის სახით (scrypt). rs.ge-ის პაროლი და პორტალ-ქვეანგარიშის პაროლი — დაშიფრულია at-rest, გაშიფვრა ხდება მხოლოდ წამიერად, საჭირო მოქმედების შესრულებისას. კავშირი სერვისსა და თქვენს ბრაუზერს შორის დაშიფრულია (HTTPS).
არცერთი სისტემა არ არის აბსოლუტურად უსაფრთხო — თუ საეჭვო აქტივობას შენიშნავთ, დაუყოვნებლივ მოგვწერეთ support@deklaro.ge-ზე.
7. Cookies
ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ (technical) cookie-ს — სესიის ავტორიზაციისთვის (app_session) და ენის/თემის პრეფერენციისთვის. სარეკლამო ან თვალთვალის cookie-ებს არ ვიყენებთ. სესიის cookie იშლება 8 საათში ან გამოსვლისას.
8. თქვენი უფლებები
საქართველოს კანონმდებლობით, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ: თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი; მათი გასწორება, თუ არასწორია; წაშლა (გარდა კანონით დაცული ჩანაწერებისა); დამუშავების შეზღუდვა; დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობა (მაშინ სერვისის ნაწილი ან მთლიანად ვეღარ იმუშავებს).
ამჟამად ეს მოთხოვნები მუშავდება ხელით, support@deklaro.ge-ზე მიმართვით — ავტომატური თვითმომსახურების გვერდი ჯერ არ გვაქვს.
9. ცვლილებები
ამ პოლიტიკის განახლებისას თარიღი (ზემოთ) შეიცვლება; არსებით ცვლილებებზე გაცნობებთ ცალკე.