თანხის დაბრუნების პოლიტიკა
ბოლო განახლება: 13 სექტემბერი, 2026
1. 30-დღიანი გარანტია
ახალი გამომწერისთვის (პირველი გადახდიდან 30 დღის განმავლობაში) ვთავაზობთ სრული თანხის დაბრუნებას, კითხვების გარეშე — საკმარისია მოგვწეროთ support@deklaro.ge-ზე გამოწერასთან დაკავშირებული ელფოსტიდან. თანხა უბრუნდება იმავე ბარათზე, საიდანაც მოხდა ჩამოჭრა, 5-10 სამუშაო დღეში (Flitt-ის დამუშავების ვადა).
2. შემდგომი გადახდები
30-დღიან ვადის შემდეგ განხორციელებული ავტომატური განახლების ჩამოჭრები არ ბრუნდება — გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჩამოჭრა ტექნიკური შეცდომის შედეგია (მაგ. გაუქმებული გამოწერიდან მოხდა ჩამოჭრა). ასეთ შემთხვევაში მთელი არასწორად ჩამოჭრილი თანხა ბრუნდება სრულად.
გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შესაძლებელია ანგარიშის პარამეტრებიდან — ეს აჩერებს მომავალ ავტომატურ ჩამოჭრებს, მაგრამ არ აბრუნებს უკვე გადახდილი მიმდინარე პერიოდის თანხას (წვდომა გრძელდება პერიოდის ბოლომდე).
3. როგორ მოვითხოვოთ დაბრუნება
მოგვწერეთ support@deklaro.ge-ზე: (1) ანგარიშის ელფოსტა, (2) გადახდის დაახლოებითი თარიღი, (3) დაბრუნების მიზეზი (არასავალდებულო, გვეხმარება სერვისის გაუმჯობესებაში). პასუხს გცემთ 2 სამუშაო დღეში.